სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი


საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის #162 დადგენილების საფუძველზე,აგრარულ სექტორში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის აღდგენის მიზნით, შეიქმნა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს სახელმწიფოსათვის გადაცემული ა(ა)იპ „აგრო“-სა და შპს „აგრო ქართუ“-ს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ბაზები, ლაბორატორიები და სხვა ინფრასტრუქტურა.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საცდელ სადემონსტრაციო აქტივობებს ახორციელებს როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში კერძოდ: - კახეთის - 4, ქართლისა და იმერეთის -3-3, ქვემო-ქართლისა და ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის -2-2, სამცხე-ჯავახეთის -3, სამეგრელოსა და გურიის - 2 - 2 ბაზებზე.

კვლევითი ცენტრი ლაბორატორიულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ახორციელებს 6 ლაბორატორიაში:

  • პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია

  • ვირუსოლოგიის ლაბორატორია

  • ქსოვილის კულტურის (in vitro) ლაბორატორია

  • შპს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ლაბორატორია

  • თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების ლაბორატორია

  • შპს ღვინის ლაბორატორია

  • აღსანიშნავია ცენტრის სამი ძირითადი საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზა:

  • სოფელი ჯიღაურა, მცხეთის მუნიციპალიტეტი - მრავალწლოვანი კულტურების საკვლევი ბაზა

  • სოფელი წილკანი, მცხეთის მუნიციპალიტეტი - ერთწლოვანი კულტურების მეთესლეობის საკვლევი სადემონსტრაციო ბაზა

  • სოფელი ვაჩიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი - ერთწლოვანი კულტურების მეთესლეობის ბაზა

  • ცენტრის მიზნები