კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
კსუ - კავკასიის საერთაშორისო უივერსიტეტი
შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ) დაარსებიდან 23 წელს ითვლის. უნივერსიტეტი მოქმედებს, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. უნივერსიტეტი 1995 წელს დაარსდა, როგორც სამედიცინო ინსტიტუტი „კლინიცისტი“. ამავე წელს მიიღო საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ლიცენზია, ხოლო 2005 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს მიერ მიენიჭა აკრედიტაცია. 2006 წელს ინსტიტუტს - „კლინიცისტი“ შეეცვალა სახელწოდება, დამფუძნებლები და ჩამოყალიბდა მრავალპროფილურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად, სახელწოდებით - შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
2007 წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 5 წლის ვადით. შემდგომ, 2012 წელს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მიენიჭა ავტორიზაცია 5 წლის ვადით. ბოლო ავტორიზაციის პერიოდში (2012 წლიდან დღემდე) შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ოცდაათამდე საბაკალავრო, ერთსაფეხურიან, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია.